ქლამიდიოზი არის გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია Chlamydia trachomatis-ით. მას შეუძლია გამოიწვიოს ცერვიციტი, ურეთრიტი და პროქტიტი.
ქალებში ამ ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს:
ქლამიდიოზის მრავალი შემთხვევის აღრიცხვა რთულია, რადგან ინფიცირებულთა უმეტესობას არ აქვს სიმპტომები და არ მიმართავს ტესტირებას. ქლამიდია ძირითადად გავრცელებულია ახალგაზრდებში (ინფექციების ორი მესამედი გვხვდება 15-24 წლის ახალგაზრდებში).
ქლამიდია ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტით ინფიცირებულ ადამიანთან. სპერმა არ არის აუცილებელი ინფექციის მისაღებად ან გასავრცელებლად.
ინფიცირებულ ორსულებს შეუძლიათ მშობიარობის დროს ბავშვს გადასცენ ქლამიდია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილთა კონიუნქტივიტი ან პნეუმონია. რექტალური ან გენიტალური ინფექცია ახალშობილებში შეიძლება პერსისტირებდეს ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.
ქლამიდიოზით დაავადებულთან სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ქლამიდიოზით დაავადებული, ნამკურნალევი ადამიანი შეიძლება ისევ დაინფიცირდეს.
ქლამიდიოზის განვითარების რისკის ქვეშ არიან სქესობრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირდნენ ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტისას კონდომის გარეშე პარტნიორთან, რომელიც ინფიცირებულია ქლამიდიით.
თინეიჯერ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს შეიძლება ჰქონდეთ საშვილოსნოს ყელის ექტოპია, რამაც შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ქლამიდიური ინფექციის მიმართ.
ზოგიერთი მოიხსენიებს ქლამიდიას, როგორც “ჩუმ” ინფექციას, რადგან ინფექციით დაავადებულთა უმეტესობას არ აქვს სიმპტომები ან ფიზიკური გამოკვლევის პათოლოგიური შედეგები. კვლევებით დადგინდა, რომ დადასტურებული ინფექციის მქონე მამაკაცების დაახლოებით 10%-ს და ქალების 5-30%-ს უვითარდება სიმპტომები.
ინფექციის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
ქალებში, ბაქტერიები თავდაპირველად აზიანებენ საშვილოსნოს ყელს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცერვიციტის ნიშნები და სიმპტომები (მაგ. ლორწოვან-ჩირქოვანი ენდოცერვიკალური გამონადენი, ადვილად გამოწვეული ენდოცერვიკალური სისხლდენა). ბაქტერიას ასევე შეუძლია ურეთრის დაინფიცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ურეთრიტის ნიშნები და სიმპტომები (მაგ. პიურია, დიზურია, შარდვის გახშირება). ინფექცია შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოს ყელიდან ზედა რეპროდუქციულ ტრაქტში (ანუ საშვილოსნოსა და ფალოპის მილებში) და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება (PID), რომელიც შეიძლება იყოს ასიმპტომური („სუბკლინიკური PID“) ან მწვავე, მუცლის და/ან მენჯის ტკივილის ტიპური სიმპტომებით. გამოკვლევის დროს შესაძლოა გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის მოძრაობის და საშვილოსნოს მომატებული მგრძნობელობის ნიშნები.
სიმპტომების მქონე მამაკაცებს, როგორც წესი, აქვთ ურეთრიტი, ლორწოვანი ან წყლიანი ურეთრალური გამონადენი და დიზურია. ზოგიერთ მამაკაცს უვითარდება ეპიდიდიმიტი (სიმპტომური ურეთრიტით ან მის გარეშე) სათესლე ჯირკვლის ცალმხრივი ტკივილით, მომატებული მგრძნობელობით და შეშუპებით.
ქლამიდიას შეუძლია დააინფიციროს სწორი ნაწლავი მამაკაცებსა და ქალებში. ეს შეიძლება მოხდეს პირდაპირ – ანალური სქესობრივი კონტაქტისას, ან ქალებში საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან გავრცელების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციები ხშირად სიმპტომურად არ ვლინდება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პროქტიტის სიმპტომები (მაგ. რექტალური ტკივილი, გამონადენი და /ან სისხლდენა).
კონიუნქტივიტი შეიძლება განვითარდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ინფიცირებულ გენიტალურ სეკრეტთან კონტაქტის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ქლამიდია ასევე შეიძლება გავრცელდეს ყელში ორალური სქესობრივი კონტაქტისას, ჩვეულებრივ, ამ დროს სიმპტომები არ ვლინდება.
პირველადი დაზიანება, რომელსაც ქლამიდია იწვევს, ხშირად შეუმჩნეველია. თუმცა, ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგებით.
თუ ქალი არ იმკურნალებს, ქლამიდია შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოში ან ფალოპის მილებში და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება (PID). სიმპტომური PID გვხვდება იმ ქალების დაახლოებით 10-15%-ში, რომლებიც არ იღებენ მკურნალობას. როგორც მწვავე, ასევე სუბკლინიკურმა PID-მა შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილების, საშვილოსნოს და მიმდებარე ქსოვილების დაზიანება. დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ქრონიკული ტკივილი, მილის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა და პოტენციურად ფატალური საშვილოსნოსგარე ორსულობა.
PID-ის მქონე ზოგიერთ პაციენტს უვითარდება პერიჰეპატიტი, ან “ფიც-ჰიუ-კურტისის სინდრომი”. ეს სინდრომი მოიცავს ღვიძლის კაფსულის და მიმდებარე პერიტონეუმის ანთებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატის ტკივილი.
ორსულებში არანამკურნალევმა ქლამიდიამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილთა ოფთალმია (კონიუნქტივიტი) და ახალშობილთა პნეუმონია.
მამაკაცებსა და ქალებში ინფექციის შემდეგ სიმპტომებით ან მის გარეშე შეიძლება განვითარდეს რეაქტიული ართრიტი.
არანამკურნალევმა ქლამიდიამ შეიძლება გაზარდოს ადამიანის მიერ აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) მიღების ან გადაცემის შანსები.
ახალშობილებში არანამკურნალევმა ქლამიდიამ შეიძლება გამოიწვიოს:
ორსულებში ქლამიდიის სკრინინგი და მკურნალობა ჩვილებში დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. პირველი პრენატალური ვიზიტის დროს და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში მიზანშეწონილია სკრინინგი:
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს შემდეგი გენიტალური სიმპტომები:
ნებისმიერს, ვისაც აქვს ორალური, ანალური ან ვაგინალური სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც ახლახანს დაუდგინდა სქესობრივად გადამდები დაავადება.
იმის გამო, რომ ქლამიდიას, როგორც წესი, არ აქვს სიმპტომები, სკრინინგი აუცილებელია ინფექციების უმეტესობის დასადგენად. სკრინინგის პროგრამებს შეუძლიათ შეამცირონ არასასურველი შედეგების სიხშირე ქალებში.
მამაკაცებმა, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი მამაკაცებთან (აივ ინფიცირებულთა ჩათვლით), უნდა ჩაიტარონ უფრო ხშირი სკრინინგი ქლამიდიოზზე – 3-დან 6 თვემდე ინტერვალით, თუ რისკ ფაქტორები შენარჩუნებულია ან თუ მათ ან მათ სექსუალურ პარტნიორებს ჰყავთ მრავალი პარტნიორი.
აივ ინფექციაზე პირველადი ვიზიტის დროს ქლამიდიაზე უნდა შეამოწმდეს ყველა სქესობრივად აქტიური ადამიანი.
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა შესაძლებელია Chlamydia Trachomatis-ის დნმ-ის განსაზღვრით პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ-ით):
დიაგნოსტიკისთვის მიზანშეწონილია
ქლამიდიოზს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით.
უმეტეს შემთხვევაში, ინფექცია ქრება 1-2 კვირაში. ამ დროის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან. თქვენს სექსუალურ პარტნიორს ან პარტნიორებს ასევე სჭირდებათ მკურნალობა, მაშინაც კი, თუ მათ არ აქვთ ნიშნები ან სიმპტომები.
ქლამიდიის არსებობა ან წარსულში მისი მკურნალობა არ გამორიცხავს ქლამიდიოზით განმეორებითი ინფიცირების შესაძლებლობას.
ქლამიდიური ინფექციის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია:
თუ ეჭვობთ ქლამიდიოზის არსებობაზე (დიაგნოსტიკის მიზნით), თუ ინფიცირებული ხართ ქლამიდია ტრაქომატისით, თუ გადატანილი გაქვთ ინფექცია (მონიტორინგის მიზნით) ან გსურთ სკრინინგი (პრევენციის მიზნით), ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.cdc.gov/std/chlamydia/stdfact-chlamydia-detailed.htm
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chlamydia/symptoms-causes/syc-20355349
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
37 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 17 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, ახალი გუდაური.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს>
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2021 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 37 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
2021 © სინევო. ყველა უფლება დაცულია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)