Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ლიპაზა | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ლიპაზა
SKU: 1143

Original price was: ₾18.00.Current price is: ₾16.20.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

ლიპაზა არის ფერმენტი, რომელიც ახდენს ტრიგლიცერიდების ჰიდროლიზს. ლიპაზა გამომუშავდება რიგი ორგანოებისა და ქსოვილების მიერ, და შესაბამისად განასხვავებენ – კუჭის, პანკრეასის, ფილტვების, ნაწლავის წვენის, ლეიკოციტური წარმოშობის ლიპაზას და ა.შ.

კლინიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია პანკრეასული ლიპაზ, რომელიც დიდ როლს ასრულებს ცხიმების მონელებაში. ვინაიდან ლიპაზას ძირითადი წყარო პანკრეასია, მისი დაავადებებისას, სისხლში ფერმენტი მნიშვნელოვანად დიდი რაოდენობით გამოყოფა.

მწვავე პანკრეატიტის დროს შრატის ლიპაზას აქტივობა იზრდება დაავადების დაწყებიდან 4-8 საათის შემდეგ, პიკს აღწევს 24 საათის შემდეგ და მცირდება 8-14 დღის შემდეგ. დაავადების პროგნოზი არასახარბიელოა ლიპაზას კონცენტრაციის 10-ჯერ და მეტად მომატებისას.

პანკრეატიტის დროს ლიპაზას განსაზღვრას აქვს უფრო მაღალი კლინიკური მგრძნობელობა (86%) და სპეციფიურობა (99%), ვიდრე ამილაზას კვლევას. ამილაზასა და სისხლის ლიპაზას ერთდროული განსაზღვრა შესაძლებელს ხდის პანკრეასის დაავადებათა დიაგნოსტირებას შემთხვევების 98%-მდე სიზუსტით.

შრატის ლიპაზას აქტივობა ძალზე მგრძნობიარე ტესტია მწვავე ალკოჰოლური პანკრეატიტის შემთხვევაში, მაშინ, როცა პაციენტებს სანაღვლე გზების, თორმეტგოჯა ნაწლავის დვრილისა და პანკრეასის სადინარების ობსტრუქციით, ახასიათებთ ამილაზას მაღალი დონე. ყბაყურას დროს (თუ პანკრეასი არ არის ჩართული პროცესში), საშვილოსნოსგარე ორსულობისას, ფილტვის კიბოს და აპენდიციტის დროს ლიპაზის დონე ნორმალური რჩება. ჩირქოვანი პანკრეატიტის დროს, სისხლში ლიპაზას აქტივობის მომატება ჩვეულებრივ არ არის გამოვლენილი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ლიპაზაზე?

  • მწვავე და ქრონიკული, ალკოჰოლური პანკრეატიტი;
  • კუჭის პერფორირებული წყლული, მწვავე ქოლეცისტიტი, წვრილი ნაწლავის გაუვალობა;
  • დიაბეტური კეტოაციდოზი;
  • ღვიძლის ციროზი, ორგანოთა გადანერგვის შემდგომი პირობები

შემდეგი სიმპტომებისას:

  • ცხელება;
  • ცხიმიანი განავალი;
  • გულისრევა ღებინებასთან ერთად ან მის გარეშე;
  • ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
  • ხშირი გულისცემა;
  • წონის დაკლება;
  • მადის დაქვეითება;
  • ზურგის ტკივილი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ლიპაზას კონცენტრაცია იზრდება:

  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, კარცინომა, პანკრეასის კისტა ან ფსევდოკისტა;
  • ბილიარული კოლიკა;
  • ღრუ ორგანოს პერფორაცია, პერიტონიტი, დახშობა ან ნაწლავის ინფარქტი;
  • ძვლის მოტეხილობები, რბილი ქსოვილების დაზიანებები, ოპერაციების შემდგომი პერიოდი;
  • სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • ურემია და თირკმლის მწვავე უკმარისობა (პანკრეასის სტაგნაციის გამო).

ლიპაზას კონცენტრაცია მცირდება:

  • ონკოლოგიური დაავადებები (პანკრეასის კარცინომის გარდა);
  • ჭარბი ტრიგლიცერიდები არასწორი კვების ან მემკვიდრეობითი ჰიპერლიპიდემიის გამო.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/lipase.html
https://www.synevo.bg/lipaza/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button