ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლიპიდური ცვლის პროფილი წარმოადგენს ანალიზების ერთობლიობას, რომელიც გვიჩვენებს სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. ანალიზი გვაძლევს საშუალებას განისაზღვროს არტერიებში თრომბის ჩამოყალიბების რისკი, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ახშობს სისხლძარღვთა სანათურს (ათეროსკლეროზი) და აფერხებს სისხლის დინებას, რაც შედეგად იწვევს ინფარქტის ან ინსულტის განვითარებას. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს კვებავს დაზიანებული სისხლძარღვი, ვითარდება ორგანოს არასაკმარისი კვებით განპირობებული სიმპტომები – გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას ვითარდება სტენოკარდია და გულის კუნთის ინფარქტი, ხოლო ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებისას – თავის ტვინის ინსულტი. ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების განსაზღვრა ასევე მნიშვნელვანია წონის კორექციისა და ბავშვთა ასაკში ჰორმონალური ცვლის დარღვევებისას.

ლიპიდური ცვლის პროფილში შედის (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საერთო ქოლესტერინის დონის განსაზღვრა არ არის საკმარისი, საჭიროა სრული პროფილური კვლევა!

როდის ჩავიტაროთ ლიპიდური ცვლის პროფილი?

ყველა ასაკის ადამიანმა აუცილებელია ჩაიტაროს ლიპიდური ცვლის ანალიზი. მაღალი ქოლესტერინი არ გამოიხატება სიმპტომებით, თუმცა დაავადების განვითარების რისკი გამოჩნდება ანალიზში. რეგულარული კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება
  • შაქრიანი დიაბეტი
  • სიმსუქნე ან მეტაბოლური სინდრომი
  • მაღალ ქოლესტერინის ოჯახური ანამნეზი
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ინდივიდუალური რისკ ფაქტორები: თამბაქოს მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა და სხვა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

კვლევისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტისთვის აუცილებელია უზმოდ ყოფნა (ბოლო კვებიდან შუალედი უნდა იყოს 10-12 სთ).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ლიპიდური ცვლის პროფილი – 54 ლარი, ნაცვლად 124 ლარისა

Call Now Button