ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

პროფილი “დედის ჯანმრთელობა“ წარმოადგენს პროფილაქტიკურ პროფილს, რომელიც იძლევა დედის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, გულის, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების გამოკვლევის, ნახშირწყლოვანი ცვლის პრობლემებისა და სისხლის შედედების უნარის შეფასების საშუალებას.

პროფილი მოიცავს ნებისმიერი დედისთვის (ასაკის მიუხედავად), ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი 11 პარამეტრის კვლევას  (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

პროფილური კვლევა გამოიყენება ანემიის (განსაკუთრებით რკინადეფიციტური ანემიის), ოსტეოპოროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ღვიძლის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის და არსებული დაავადების შემთხვევაში მიმდინარეობისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის.

შესაბამისად, პროფილი განკუთვნილია იმ დედებისთვის, მიუხედავად ასაკისა, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის საჭიროა ვენური სისხლი (ერთი ჩხვლეტა).

ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat
 

დედის ჯანმრთელობის პროფილი – 95 ლარი, ნაცვლად 175 ლარისა

Call Now Button