დაგვირეკეთ

2393-833 ან 2394-065

ჩვენს შესახებ


 „სინევო საქართველო" ევროპული სამედიცინო ლაბარატორიების ქსელი

 


 თბილისში „სინევო საქართველო" წარმოდგენილია სრული მომსახურების მქონე სამედიცინო ლაბორატორიით, რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე სტანდარტების დიაგნოსტიკური აპარატურითა და კვალიფიაციური კადრებით.  

ასევე „სინევო საქართველო" ფლობს რამდენიმე ლაბორატორიულ ფილიალს დედაქალაქის მაშტაბით - გლდანში, ვარკეთილში, დიღომსა და საბურთალოზე. 

საქართველოში, ჩვენი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ათასობით სხვადასხვა სახის ანალიზი დაწყებული ყველაზე მარტივიდან ( სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის კუაგულოგრამა ...)და ურთულესი ანალიზებით დამთვარებული(მოლეკულურ-ბიოლოგიური, გენეტიკური...). მნიშვნელოვანია,რომ  ანალიზების ანლიზების გარკვეული კატეოგრია მხოლოდ სინევოს ლაბორატორიაში ტარდება.
როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიას სინევოს გააჩნია სახლში გამოძახების სერვისი. 

მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიაში განხორციელებული ყველა პროცესი არის ავტომატური და კომპიუტერიზებული. მთელს ევროპაში, ისევე როგორც საქართველოში ,"სინევო" იყენებს Roche Diagnostics (წამყვანი გერმანული კომპანია ლაბორატორიულ და ფარმაკოლოგიურ სფეროში) - ის უახლეს სამედიცინო ანალიზატორებს და რეაგენტებს. 




სინევოს ლაბორატორიას აქვს შიდა და გარე ხარისხის კონტროლი. ყოველივე ზემოთ ხსენებული აძლევს საშუალებას უზრუნველყოს ზუსტი და დროული შედეგები. კომპანიაში მკაცრადაა დაცული კონფიდენციალობა და მომხმარებლსი ინტერესები!

სინევო ფლობს იტნეგრირებულ ლაბორატორიულ სისტემას, რომელიც ერთ ქსელში აერთიანებს ყველა ლაბორატორიას. შესაბამისად
შტრიხკოდი ენიჭება ყველა ბიოლოგიურ ნიმუშს. სიენვოს გააჩნია ონლაინ კავშირი ძირითადი ლაბორატორიის ინფორმაციულ სისტემასთან, რაც გამორიცხავს ნებისმიერ ცთომილებას!  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც პაციენტი მოდის ლაბორატორიაში სისტემაში შეიყვანება მისი პირადი მონაცემები და სინჯარას ენიჭება უნიკალური ბარკოდი. ამის შემდეგ, როდესაც ანალიზის პასუხი მზად იქნება ის ავტომატურად შეიყვანება ბაზაში და ნებისმიერ ლაბორატორიულ ფილიალში გაკეთებული ანალიზები ავტომატურად ხელმისაწვდომია დანარჩენ ლაბორატორიულ ფილიალებში. პაციენტებს და ექიმებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ნებისმიერ ფილიალში იმის მიუხედავათ თუ სად გაიკეთა პაციენტმა ანალიზი. 

დამატებით, სინევო თავის პაციენტებს სთავაზობს უფრო მოხერხებულ სისტემას: ანალიზის პასუხების მიღება შეუძლიათ ელექტრონულად, როგორც ექიმს ისევე პაციენტს. და ბოლოს, მაღალი ხარისხის ლაბორატორიული ტექნიკა და მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი პერსონალი; ანალიზების ფართო არჩევანი და შეღავათიანი ფასები; მაშტაბური ქსელი თბილისისა და რეგიონებში საკმარისი მიზეზია აირჩიოთ სინევო თქვენი ჯანმრთელობის საიმედო პარტნიორად!


გისურვებთ ჯანმრთელობას!